ახალი ამბები • 1686038133
ბათუმში, გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს
სამართალი
1685084858

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, გუშინ მომხდარ დაჭრის ფაქტზე 1 პირი დააკავეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სისხლიანი გარჩევა ბათუმში გვიან ღამით მოხდა. აბუსერიძისა და აბაშიძის ქუჩების გზაჯვარედინთან არსებულ ერთ-ერთ რესტორანში მყოფი პირები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაპირისპირება ერთი ადამიანის დაჭრით დასრულდა.
როგორც თვითმხილველები ამბობენ, ფაქტი სიტყვიერი დაპირისპირებით დაიწყო. ადგილზე, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ათამდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა