ამორტიზებული და მოუწესრიგებელი სანაპირო ზოლი ბათუმში - რა მდგომარეობაა საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე?

ამორტიზებული და მოუწესრიგებელი ტურისტული ზონა ბათუმში. „მაცნე“-ს გადამღებ ჯგუფს არაერთხელ გაუშუქებია მდგომარეობა, რომელიც საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე წლებია უცვლელია. გარდა იმისა, რომ ტურისტული ზონის ეს ნაწილი  ანტისანიტარიის კერაა,  ტერიტორიაზე, არც მოსასვენებელი სივრცე და  საპირფარეშოა. ადგილობრივები,  მერიას დახმარების თხოვნით დიდი ხანია მიმართავენ, თუმცა უშედეგოდ.

ბათუმში, საქალაქთაშორისო მიკროავტობუსებით ჩამოსული მგზავრები პირველი, სადაც ჩერდებიან საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია. ტურისტული მნიშვნელობის ზონაში კი, პირველი რასაც სტუმრები შეამჩნევენ მძაფრი სუნი და ანტისანიტარიაა. სანაპიროს ტერიტორია საპირფარეშოდაა ქცეული, რაც მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს.

მოუწესრიგებელია სანაპირო ზოლიც. ინფრასტრუქტურა ამორტიზებულია. მოქალაქეები ამბობენ, რომ უსახური გარემო, ზღვის პირას დასასვენებლად ჩამოჯდომის სურვილს უკარგავთ. ტურისტული მნიშვნელობის ტერიტორიის ზრუნვასა და მოაწესრიგებაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მერიას აკისრებენ.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ადგილობრივებს აქვთ, ნავსადგურის მიმდებარედ მოსასვენებელი სივრცეების მოწყობაა. მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნული საკითხის მოგვარება არაერთხელ მოითხოვეს, თუმცა, მათთვის ყურადღება არავის მიუქცევია.

მოქალაქეების პრეტენზიების მიუხედავად, საბაგიროს მიმდებარე ტერიტორია, წლებია, ამ მდგომარეობაშია. აღმოიფხვრება თუ არა აღნიშნული პრობლემები და რას გეგმავს ბათუმის მერიის კეთიმოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამმართველო? კითხვებით უწყებას მივმართეთ, პასუხისმგებელი პირები ჩვენს კამერებს დაემალნენ და საკითხზე საუბარი არ ისურვეს.

მეტის ნახვა