ახალი ამბები • 1726854923
საქართველოში, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება, ძირითადად, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი | IDFI
ჯანდაცვა
1703510546
საქართველოში, სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიღება, ძირითადად, მხოლოდ თბილისშია შესაძლებელი - ამაზე, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ წერს. ორგანიზაცია, გამოქვეყნებულ კვლევაში, აღნიშნავს, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო დაწესებულებების პირველი ათეულიდან 7 თბილისშია წარმოდგენილი.
IDFI-ის მიხედვით, პაციენტების 54 % სახელმწიფო დაფინანსებას, გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურებისთვის იყენებს. კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელის თქმით, ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების „დი ერ ჯი“ მოდელზე გადასვლის შემდეგ, ერთ სამედიცინო შემთხვევაზე გაცემული დაფინანსება საშუალოდ 4.4 მეათედი %-ით შემცირდა.
პანიკა ქობულეთში | რას ყვებიან სოფელ ქაქუ...
1726076663
მეტის ნახვა