სამედიცინო პერსონალს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდება

ექიმი

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდება. კერძოდ, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან, მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდებათ შემდეგ პოზიციებზე დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს:

უმცროსი ექიმი - თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში - 5 ლარი) დარიცხული
ექთნის თანაშემწე - თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში - 3,5 ლარი) დარიცხული
ბებიაქალი - თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში - 4,4 ლარი) დარიცხული
სანიტარი - თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში - 3 ლარი ) დარიცხული

უწყების ცნობით, ხელფასის ზრდა 6 000-მდე პირს შეეხება და რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, მინიმალური ანაზღაურება დაინერგა ექიმებისა და ექთნებისთვის.

"შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები. რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს", - წერია განცხადებაში.

პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს. 

მეტის ნახვა