რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების გამო აივ ინფექცია მთავარ საფრთხედ რჩება - მედიკოსები

შიდსი

რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოდინების გამო აივ ინფექცია მთავარ საფრთხედ რჩება - ამ განცხადებას ინფექციონისტები აკეთებენ. მედიკოსების თქმით, ოკუპანტ ქვეყანაში შიდსის გავრცელება ბევრად უფრო მეტია ვიდრე დანარჩენ ევროპაში. ექიმები მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ, ხელისუფლებას კი მიგრანტებისთვის ტესტირების შეთავაზების დანერგვისკენ მოუწოდებენ.

მაია ბუწაშვილის თქმით, რუსეთიდან გაზრდილი მიგრაცია იმის რისკს ქმნის, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინებამ მოიმატოს.

"რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსი ძალიან დიდი პრობლემაა - მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები.

რუსეთში შიდსის გავრცელება ძალიან მაღალია. მიგრაცია მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და შესაბამისად, იმის რისკია, რომ ინფიცირებული ადამიანების შემოდინება მაღალი იყოს. საკმაოდ, ხშირია სქესობრივი კონტაქტები ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამიტომ, სულ ვაფრთხილებთ მოსახლეობას, რომ ახსოვდეთ, რუსეთი ის ქვეყანაა, სადაც შიდსის ძალიან დიდი პრობლემაა, მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს სიფრთხილის ზომები. სახელმწიფოს დონეზე კი უნდა გაიზარდოს მოსახლეობის ინფორმირებულობა, მოსახლეობა ხშირად უნდა გავაფრთხილოთ, რომ ახსოვდეთ ეს დაავადება. ასევე, მიგრანტებს ძალიან აქტიურად უნდა შევთავაზოთ აივ ინფექციაზე კვლევა, რათა დროულად გამოვავლინოთ ინფიცირებულები და საჭიროების შემთხვევაში დროულად დაიწყოს მათი მკურნალობა“,- აღნიშნა ინფექციონისტმა.

მეტის ნახვა