როდის იქნება გრიპის ვირუსის პიკი - ივანე ჩხაიძის განმარტება

ივანე ჩხაიძე

ნოემბერში გრიპის ვირუსის ცირკულირება ქვეყანაში 3-4-ჯერ ნაკლებია, ვიდრე ეს იყო 2022-2023 წლის სეზონზე. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა განაცხადა. ივანე ჩხაიძის თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წელს გრიპის შემთხვევები არ დაიწყებს მატებას, თუმცა მისი ვარაუდით პიკი გადაიწევს.

ჩხაიძემ აღნიშნა, გრიპის ვირუსის მატება მოსალოდნელია დეკემბერ-იანვარ-თებერვლის განმავლობაში. გარდა ამისა, მან ქვეყანაში არსებულ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოში რისკი ჯგუფებისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 ათასი დოზა არის შემოტანილი.

მეტის ნახვა