ახალი ამბები • 1695969245
მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით ინფიცირება ემუქრება - ჯანმო

მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს კოღოებით გადამდები "დენგეს" ვირუსით ინფიცირება ემუქრება. გაფრთხილებას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. ჯანმომ სტატისტიკაც გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ 2000-დან 2022 წლამდე, ვირუსის შემთხვევები რვაჯერ, 500 ათასიდან 4.2 მილიონამდე გაზარდა.
''მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ნახევარს, ახალი ვირუსის საფრთხე ემუქრება. ყოველწლიურად დაახლოებით, დენგოს 100-დან 400 მილიონამდე შემთხვევა ფიქსირდება", - თქვა ჯანმო-ს ტროპიკული დაავადებების განყოფილების ხელმძღვანელმა, ჟენევაში გამართულ ბრიფინგზე.
"დენგე" სერიოზული ვირუსული ინფექციაა, რომელიც კოღოს ნაკბენიდან ჩნდება და ადამიანებზეც გადადის. შემთხვევების 80% თითქმის უსიმპტომოა. ვირუსული ინფექციის წინააღმდეგ საბრძოლველად მხოლოდ ერთი ვაქცინა Sanofi Pasteur არსებობს, რომელიც ამჟამად მხოლოდ 20 ქვეყანაში გამოიყენება და მას 65%-იანი ეფექტურობა აქვს.
"ვაქცინა მხოლოდ იცავს ადამიანებს, რომლებიც ერთხელ დაინფიცირდნენ დენგეთი და მოითხოვს, რომ ადამიანები მიიღონ სამი დოზა. ამ ვაქცინის ეფექტურობა დენგეს ვირუსის ოთხი ვერსიის წინააღმდეგ საშუალოდ დაახლოებით 65%-ია", - თქვა ექსპერტმა.
ჯანმოს ცნობითვე, დაავადების სიკვდილიანობა ქვეყნების უმეტესობაში, სადაც ის ფიქსირდება, 1%-ზე ნაკლებია. ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ამ რიცხვს კიდევ უფრო შეამცირებენ.

1695644233