"ლელო" ხელისუფლებას მოუწოდებს მაღალმთიან აჭარას სამშობიარო და საოპერაციო ბლოკები დაუბრუნოს

პარტია "ლელო საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდებს, "ევექსთან" გაფორმებულ ხელშეკრულებას გადახედოს  და აჭარის მაღალმთიან მუნიციპალიტეტებს, სამშობიარო და საოპერაციო ბლოკები დაუბრუნოს. პარტიაში ამბობენ, რომ ბიზნეს ინტერესების გამო, დედების და ახალშობილების სიცოცხლე რისკის ქვეშ არ უნდა იდგეს.

ხელისუფლების ოპონენტების თქმით, სახელმწიფომ, აჭარაშიც, იგივე პრაქტიკა უნდა გაიზიაროს, რაც, მაგალითად, ყაზბეგის შემთხვევაში არსებობს და გინეკოლოგიური მომსახურება ადგილზე ხელმისაწვდომი გახადოს.

როგორც პარტიაში აცხადებენ, მოსახლეობა, განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაში, ზამთრის პერიოდშია, როცა გზები ჩაკეტილია და ტრანსპორტირება ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება.

მეტის ნახვა