ენმ-ს წევრების ქორწილი რეგულაციების დარღვევით

შენიშვნა: სიუჟეტში მობილურით გადაღებული კადრები ორგანიზაცია "ალტერნატივას" ეკუთვნის 

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, ყოველდღიურად, ათობით გარდაცვლილი მოქალაქე და ინფიცირების ათასობით დადასტურებული შემთხვევა, ახალი შტამის, „ომიკრონის“, მოლოდინში მყოფი ქვეყანა - ასეთია დღევანდელი რეალობა საქართველოში. ამ ყველაფრის ფონზე კი, ისინი, ვინც საზოგადოებას პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ მოუწოდებენ, ხოლო, ხელისუფლებას, არასწორი კოვიდპოლიტიკის გატარებასა და  რეგულაციების დარღვევაში ადანაშაულებდნენ, უპასუხისმგებლო მოქალაქეების როლში თავად გვევლინებიან. გუშინ, „ქართლი ოცნების“ მთავარმა მაკრიტიკებელმა ოპოზიციის წევრებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის ქორწილში მოილხინეს. „მიშა მაგარიაზეც“ არხეინად გაერთნენ. თუმცა, რამდენად „მაგარია“, ის, რომ მსგავსი საქციელის გამო, სხვებს აკრიტიკებ და შემდეგ, იმავე უპასუხისმგებლო ქმედებას ჩადიხარ, რითიც უამრავი ადამიანის სიცოცხლეს შეიძლება შეუქმნა საფრთხე, საზოგადოებამ უნდა განსაჯოს.

 

სწორედ ეს პოლიტიკოსები, რომლებიც თქვენ ახლა კადრებში ნახეთ, მმართველი გუნდის წევრების მიმართ კრიტიკულ გამოსვლებს არ იშურებდნენ და ეპიდემიოლოგიური ვითარების დამძიმებაში, "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებდნენ. აი, მაგალითისთვის, „TV25”-ის არქივში შემონახული „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრის, მსგავსი კომენტარი.

ნაცვლად იმისა, რომ ექიმმა და მთავარი ოპოზიციური ძალის ერთ-ერთმა ლიდერმა, საზოგადოების წინაშე თავი დამნაშავედ იგრძნოს, კვლავ, მმართველი გუნდის კრიტიკას აგრძელებს. ლევან ანთაძე ხალმხრავალ წვეულებაში, სადაც, არანაირი კოვიდრეგულაციაა დაცული, პრობლემას ვერ ხედავს.

TV25-ის გადამღები ჯგუფი შეეცადა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მოსაზრება მოესმინა. თუმცა, მმართველ გუნდში სატელევიზიო კომენტარის გაკეთება არავინ ისურვა. სავარაუდოდ, უმრავლესობის წევრებს, მორალური პასუხისმგებლობის გამო, არ ეყოთ გამბედაობა, შეეფასებინათ ოპოზიციის მიერ აკრძალულ ქორწილში მოლხენა. რადგან, მაშინ, როცა ჯერ კიდევ კომენდატის საათი  მოქმედებდა, „ოცნების“ ჩინოვნიკები, თავდაც, ლათინო-ამერიკულ სიმღერაზე ხურდებოდნენ.

სულ, რაღაც რამდენიმე თვის წინ კი, თანამდებობების პირები, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატის, გიორგი მანველიძის, ქორწილში ქეიფობდნენ.

საბოლოოდ, გამოდის, რომ საზოგადოების ბედი, არავის ანაღვლებს. პოზიციაც და ოპოზიციაც, კამერების წინ, თავს პატრიოტებად წარმოგვიდგენენ. თუმცა, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არცერთს სურს. განა გასაკვირი რა არის?! როცა თავად მთავარი ეპიდემიოლოგი, რომელიც კოვიდრეგულაციების ერთ-ერთი ავტორია, „განსხვავებულებს“ არ იკლებს და მეგობრულ შეკრებაზე, ღვინოს კრამიტით სვამს.

მეტის ნახვა