აჭარაში, უფასო საცხოვრებელი კიდევ 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, უფასო საცხოვრებელი, კიდევ 9 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა. შესაბამისი პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს, თანადაფინანსებით სახლი სულ 70-მა ოჯახმა შეიძინა. სამინისტრო თითოეულ ოჯახს 40 ათასი ლარით აფინანსებს.

პროგრამას სამინისტრო 2016 წლიდან ახორციელებს. ჯამში, 700 საცხოვრებელია შეძენილი.

მეტის ნახვა