აჭარაში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ

სხდომა

ფოტო: აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები სახელმწიფო დახმარებას მიიღებენ. შერეულმა სამთავრობო კომისიამ, დღეს, 275 ოჯახისთვის, დახმარების საკითხი განიხილა. დადებითი დასკვნები 273 მათგანისთვის დაიდო. სხვადასხვა სახის მხარდაჭერა, ოჯახებს, რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტში ექნება.

ამისთვის, 759 ათას 133 ლარი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გაიცემა.

მეტის ნახვა