აჭარაში, 11 ეკომიგრანტ ოჯახს საცხოვრებლები გადასცეს - გაიზარდა პროგრამის თანადაფინანსება

აჭარაში, ეკომიგრანტი ოჯახების თანადაფინანსება გაიზარდა. პროგრამის ბიუჯეტი ახლა 50 000 ლარია. ინფორმაციას რეგიონის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დღეს, 11 ეკომიგრანტ ოჯახს მათ მიერ მოძიებული საცხოვრებლები საკუთრებაში დაურეგისტრირეს.

სამინისტროს თანადაფინანსებით უსაფრთხო საცხოვრისს სულ 120-მდე ეკომიგრანტი შეიძენს.

შეგახსენებთ, პროგრამა 2016 წლიდან ხორციელდება. ამ დროის განმავლობაში კი ხელშეწყობით 720-მა დაზარალებულმა ისარგებლა. პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ოჯახებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ეკომიგრანტთა მუდმივად განახლებად ერთიან ელექტრონულ ბაზაში და მინიჭებული აქვთ პრიორიტეტულობის ქულა.

სერვისით სარგებლობისთვის, ბენეფიციარმა შესაბამის თვითმმართველ ერთეულს, დაზიანებული საცხოვრებელი ფართის მდებარეობის მიხედვით უნდა მიმართოს.

მეტის ნახვა