17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა - სიმბოლურად, კლინიკა თემესტია ნიშნიანიძემ დატოვა

17 ნოემბერი დღენაკლ ბავშვთა საერთაშორისო დღეა. სიმბოლურად, კლინიკა „მედინა“ დღეს საზეიმო ვითარებაში თემესტია ნიშნიანიძემ დატოვა. იგი 7 ივლისს, 500 გრამი დაიბადა და 4 თვე ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში დაჰყო, დღეს კი ბინაზე  სრულიად ჯანმრთელი გაეწერა.

თემესტია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს “უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის” პროგრამის ფარგლებში დაბადებული მეათე ბავშვია.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, დღენაკლია ახალშობილი, რომელიც ნაადრევად, ორსულობის 37 კვირამდე ადრე იბადება. თარიღი  პირველად 2011 წელს ახალშობილთა მზრუნველობის ევროპული ფონდისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ აღინიშნა.

მეტის ნახვა