ახალი ამბები • 1728068947
15 ნოემბრამდე, სეზონური გრიპის ვაქცინაცია უფასო იქნება - სად შეძლებთ აცრას აჭარაში | ინფორმაცია
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან 15 ნოემბრის ჩათვლით სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ყველა მსურველისთვის უფასო იქნება.
უწყების ცნობით, ვაქცინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ოთხკომპონენტიანი Abbott Biologicals B.V.-ის წარმოების ვაქცინით იქნება შესაძლებელი.
"ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე. აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებაში შესაძლებელია ექვსი თვის ასაკიდან და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა", - წერია განცხადებაში.
იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებების ჩამონათვალი აჭარაში:
სს ევექსის კლინიკები, ბათუმის პოლიკლინიკა - ბათუმი, ს. ხიმშიაშვილის 20;
შპს ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრი - ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის გამზირი მე-7 შესახვევი N3;
სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი'' - ბათუმი, პ.მელიქიშვილის 102 ბ;
შპს ქ.ბათუმის N1 პოლიკლინიკა - ბათუმი, ტბელ აბუსერიძის 2;
შპს იუნიქი - ბათუმი, სელიმ ხიმშიაშვილის 62;
შპს ბათუმის სამედიცინო ცენტრი - ბათუმი, კახაბრის 36;
შპს ფარმალია - ბათუმი, ექვთიმე თაყაიშვილის 105, კომერციული ფართი N2;
შპს აკ. ვ.ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრი ენმედიცი - ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. N3ა;
შპს საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი - ბათუმი, ნ.ბარათაშვილის 33;
შპს ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა - ბათუმი, ტბეთის ქ.4;
შპს ქ.ბათუმის N4 პოლიკლინიკა - ბათუმი, გ.ტაბიძის ქ.2;
შპს მახინჯაურის მრავალპროფილიანი პოლიკლინიკა - ბათუმი, თამარ მეფის მესამე შესახვევი N17;
ევექსის კლინიკები ქედის კლინიკა - დაბა ქედა, რუსთაველის ქ 14;
ევექსის კლინიკები ჩაქვის პოლიკლინიკა - ჩაქვი, თამარ მეფის ქ.40;
სს ქობულეთის სამედიცინო ცენტრი - ქობულეთი, თბილისის ქ.31;
სს ვიანი ქობულეთის ჰოსპიტალი - მემედ აბაშიძის 18-ის მიმდებარედ;
ევექსის კლინიკები შუახევის კლინიკა - დაბა შუახევი, რუსთაველის ქ.32;
ევექსის კლინიკები ხულოს კლინიკა - დაბა ხულო, აღმაშენებლის ქ 1.
1726726009