საქართველოდან სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა | საქსტატი

მაგისტრატურა სტუდენტი

საქართველოდან სასწავლებლად საზღვარგარეთ გაგზავნილი სტუდენტების რაოდენობა გაიზარდა. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის მონაცემების თანახმად, 2023-2024 სასწავლო წელს საზღვარგარეთ სასწავლებლად ქვეყნიდან 879 სტუდენტი გაიგზავნა. 2022-2023 სასწავლო წელს კი სტუდენტების რაოდენობა 723 იყო. 2023-2024 წლებში საქართველოდან გაგზავნილი 879 სტუდენტიდან ყველაზე მეტი, 23.7% გერმანიაში გაემგზავრა.

ქვეყნების ათეული ასეთია:

გერმანია - 208 სტუდენტი;
პოლონეთი - 72 სტუდენტი;
ლიეტუვა - 64 სტუდენტი;
თურქეთი - 62 სტუდენტი;
იტალია - 62 სტუდენტი;
საფრანგეთი - 58 სტუდენტი;
აშშ - 47 სტუდენტი;
ესპანეთი - 46 სტუდენტი;
ავსტრია - 41 სტუდენტი;
უნგრეთი - 22 სტუდენტი.

მეტის ნახვა