პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს, 09:00 საათიდან დაიწყო. პროცესი 13 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge-ზე ხორციელდება. ბათუმში, ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე სკოლებში ვაკანტური ადგილები პ რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე წამში შეივსო. მანამდე სულ 1 800 თავისუფალი ადგილი იყო. აჭარის განათლების სამინიტროს ინფორმაციით, ახალი სასწავლო წლიდან მოსწავლეები დაბრუნდებიან ბათუმის მე-16 და ხუცუბნის ახალაშენებულ სკოლებში, ასევე რეაბილიტაცია დასრულდება ბუკნარის სკოლაში.

მეტის ნახვა