ხულოში, საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა დაიწყო - პროექტი სკოლას და საცხოვრებელ კამპუსს მოიცავს

ხულოში, სოფელ ვაშლოვანში სკოლის და საცხოვრებელი კამპუსის მშენებლობა დაიწყო. პროექტის მიხედვით, უნდა აშენდეს ორი შენობა, 350 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა და 150 მოსწავლეზე გათვლილი საცხოვრებელი კამპუსი.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შენობაში განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ოთახი, სააქტო და სპორტდარბაზი. უწყების ცნობითვე, სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი გარემოთი, კვებითა და ტრანსპორტით, რაც მაღალმთიან აჭარაში მცხოვრებ მოსწავლეებს მოემსახურება.

მშენებლობისთვის 10 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული. ინფორმაცია და ვიდეომასალა აჭარის მთავრობამ მოგვაწოდა.

მეტის ნახვა