ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა | NAEC

ეროვნულები

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2024 წლის გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა სტატისტიკას აქვეყნებს. NAEC-ის ცნობით, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის 47 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

გარდა ამისა, 3 000-ზე მეტმა სტუდენტმა გამოთქვა სურვილი სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეობის შესახებ.

რაც შეეხება საერთო სამაგისტრო გამოცდებს, რეგისტრაცია 10 000-ზე მეტმა მაგისტრანტობის კანდიდატმა გაიარა.

"შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ ახსენებს აბიტურიენტებს, რომ საგნის წაშლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა მათ 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ.

საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გამოსაცდელებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე ექნებათ. კონკრეტული რიცხვი გამოქვეყნდება.

მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებისათვის რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს და 15 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება", - წერს გამოცდების ცენტრი.

მეტის ნახვა