ახალი ამბები • 1695302629
ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა
განათლება
1693549227

გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აქვეყნებს. შედეგის სანახავად აბიტურიენტი უნდა შევიდეს სისტემაში. შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი.
სისტემაში შესვლის შემდეგ აბიტურიენტი იხილავს ინფორმაციას, თუ რომელი უმაღლესი სასწავლებლის საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება. პირად გვერდზე მოცემულია აგრეთვე ინფორმაცია სახელმწიფო გრანტის მოპოვების შესახებ.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი შეახსენებს მომავალ სტუდენტებს, რომ აუცილებელია დაუკავშირდნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (სადაც მოიპოვეს სწავლის გაგრძელების უფლება) ხელშეკრულების გასაფორმებლად“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა