ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2024 დასრულდა

ბსუ-ს სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია - 2024 დასრულდა. ღონისძიების ფარგლებში 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა ფაკულტეტის 240-ზე მეტმა სტუდენტმა 28 სექციის მიმართულებით მოხსენებები წარმოადგინეს. ახალგაზრდა მკვლევართა ნაშრომები უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებმა შეაფასეს. საპრიზო ადგილზე გასული მომხსენებლები დაჯიდლოვნენ ერთჯერადი ფულადი პრიზითაც. იგეგმება კრებულის გამოცემა, რომელშიც სამი საუკეთესო ნამუშევარი მოხვდება. სამეცნიერო კონფერენციის მიზანს, ახალგაზრდების სამეცნიერო საქმიანობაში ჩართვა, მეცნიერული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოადგენდა.

მეტის ნახვა