ახალ სასწავლო წელს, წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად წმინდა მატათა მოციქულის სახელობის განახლებული გიმნაზია დაათვალიერა და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. გიმნაზია განახლებული ინფრასტრუქტურით შეხვდა ახალ სასწავლო წელს.

გიმნაზიაში ფუნქციონირებს 21 სახელოვნებო და სპორტული სტუდია, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ლაბორატორია. გიმნაზია 120 მოსწავლეზეა გათვლილი. სასწავლო დაწესებულება უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. საკლასო ოთახები აღჭურვილია ინტერაქტიული დაფებით.

წმინდა მატათა მოციქულის სახელობის გიმნაზიაში აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე და ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი იმყოფებოდნენ.

მეტის ნახვა