9 მაისი - ევროპის დღეა

ევროპის დღე

9 მაისს, 17:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.


ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებულია საქართველოში განათლებისა და მეცნიერების განვითარებაში. მათ შორის გამორჩეულია ერაზმუს + თავისი გაცვლითი პროგრამებით და ჟან მონეს პროგრამა ევროკავშირის სწავლებისა და კვლევის მხარდაჭერის უნიკალური შესაძლებლობით. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში ევროპულ უნივერსიტეტებთან მოქმედი გაცვლითი პროგრამებით. ჩვენი სტუდენტები და პროფესორები პერიოდულად მოგზაურობენ ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ჩვენ ჟან მონეს კათედრის ფარგლებში, ბსუ-ში ყოველ წელს აღვნიშნავთ ევროპის დღეს. წელსაც გიწვევთ ჩვენი პროგრამის კურსდამთავრებულს, მონაწილეებს, სტუდენტებს, პროფესორებს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, ყველა მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, შევიკრიბოთ 2024 წლის 9 მაისს, 17 საათზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ (ბულვარის მხარეს, შადრევანთან) და ერთად აღვნიშნოთ ევროპის დღე. - აცხადებს ბსუ-ს ჟან მონეს კათედრის (EUCONST) ხელმძღვანელი, პროფესორი მალხაზ ნაკაშიძე 

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს http://jeanmonnetchair.edu.ge და ფეისბუქის გვერდს https://www.facebook.com/EUCONST

მეტის ნახვა