მსახიობი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა

გოგი ხარაბაძე

ფოტო: გუგლიდან

81 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი, რეჟისორი და მწერალი გოგი ხარაბაძე გარდაიცვალა. 

გოგი ხარაბაძეს შესრულებული აქვს როლები რუსთაველის თეატრის სცენაზე სპექტაკლებში ყვარყვარე თუთაბერი, ვეფხისტყაოსანი, ოიდიპოს მეფე, რიჩარდ III.

პირველი კინოროლი 1966 წელს ოთარ იოსელიანის ფილმში "გიორგობისთვე" შეასრულა.

არის რამდენიმე წიგნის ავტორი. მისი პირველი წიგნი, "თქვენ მომაგონდით", 1990 წელს გამოიცა. 2018 წელს კი, დაიბეჭდა მისი მოგონებების წიგნი "აღმართ-აღმართ."

გოგი ხარაბაძის სამოქალაქო პანაშვიდი შაბათს, 19 აგვისტოს, 16:00 საათიდან სიონის საკათედრო ტაძარში გაიმართება, გამოსვენება კვირას, 14:00 საათზე.

მეტის ნახვა