“ყელის არეში დანით დაჭრა” - 25 წლის ბიჭი ადგილზე გარდაიცვალა

პოლიცია

კახეთში, 25 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. შემთხვევა გვიან ღამით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში მოხდა. 

წარსულში ნასამართლევმა 37 წლის კაცმა ახალგაზრდა კაცი, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყელის არეში დანით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა.

მძიმე დაზიანებები აქვს თავად 37 წლის კაცსაც. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

კონფლიქტის მიზეზი უცნობია.

მეტის ნახვა