ახალი ამბები • 1686038133
ტაქსის მძღოლი გაიტაცეს და მოკლეს, ცხედარი კი მინდორში დამარხეს
კრიმინალი
1684775933

ტაქსის მძღოლი გაიტაცეს და მოკლეს, ცხედარი კი მინდორში დამარხეს. შემთხვევა ქვემო ქართლში, გუშინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი შუახნის კაცია.
როგორც ცნობილია, ფაქტზე დაკავებულია ორი პირი, მათგან ერთ-ერთი არასრულწლოვანი.
შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შემზარავი შემთხვევა - შვილმა მამა მოკლა
1683875927
მეტის ნახვა