ახალი ამბები • 1701337917
სროლა ქობულეთში, საზოგადოებრივი ცენტრის მიმდებარედ

სროლა ქობულეთში - TV25.GE-ის ინფორმაციით, შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე, საზოგადოებრივის ცენტრის მიმდებარედ მოხდა. ტერიტორია ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ნატყვიარი შენობას ეტყობა.
"შელაპარაკება მოხდა ეზოში მოქალაქეებს შორის, ისროლეს და ტყვია საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში შევარდა, ერთ თანამშრომელს ცოტათი ასცდაო" - ეუბნება თვითმხილველი TV25.GE-ის
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

1700826696

1699261403

1698564246

1698396221