სისხლიანი გარჩევა ქალაქის ცენტრში - დაჭრილია საკრებულოს დეპუტატი

პოლიცია

სისხლიანი გარჩევა ქალაქის ცენტრში. ქუთაისში, მესხიშვილის თეატრთან მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს ეზოში საკრებულოს უმრავლესობის წევრი დაჭრეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, დავა მეზობლებს შორის ყოფით ნიადაგზე, საკანალიზაციო ჭასთან დაკავშირებული საკითხის გამო დაიწყო და დაჭრით დასრულდა. დაშავებულს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული.

ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცავები. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, დამნაშავე უკვე დააკავეს.

მეტის ნახვა