სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია 1 ადამიანი

სისხლიანი გარჩევა ბათუმში - დაჭრილია 1 ადამიანი. შემთხვევა მემედ აბაშიძის ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ერთ-ერთ ეზოში კაცმა დახმარება ადგილობრივებს სთხოვა. როგორც ის ამბობდა, მეგობარი დაუჭრეს. ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ კი, 45 წლამდე ასაკის კაცი დაჭრილი იპოვეს.

დაზარალებულს ჭრილობა ფეხის არეში აღენიშნებოდა. პირველადი დახმარება მას მოქალაქეებმა გაუწიეს, რის შემდეგაც სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. შსს-ში გვითხრეს, რომ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.

მეტის ნახვა