"სანადირო თოფიდან ზურგში სამჯერ ესროლა" - კაცმა თანასოფლელი დაჭრა

პოლიციის ლენტი

ლაგოდეხში, კაცმა თანასოფლელი დაჭრა. შემთხვევა სოფელ აფენში მოხდა. არსებული ინფორმაციით, დამნაშავემ დაშავებულს სანადირო თოფიდან ზურგში სამჯერ ესროლა. კაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვას გულისხმობს.

მეტის ნახვა