ქედაში, კაცი დაჭრეს

პოლიციის ხაზი

ქედაში, ცივი იარაღით კაცი დაჭრეს. სისხლიან გარჩევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

 დაშავებული მუნიციპალიტეტის კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა გადაიყვანა. ექიმების ინფორმაციით, პაციენტს მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტის ნახვა