ახალი ამბები • 1722018189
კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა - სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა
კრიმინალი
1701240802
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_w_h.jpeg)
კაცმა ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა. შემთხვევა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ თულარში, გვიან ღამით მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მას ოპერაცია ჩაუტარდა.
უცნობია, მომხდარის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.
მომხდარზე გამოძიება 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
![ლაშქრობა ლაშქრობა](https://www.tv25.ge/uploads/files/2024/07/25/9697/lashqroba_b_t.jpeg)
ფესტივალი მაღალმთიან აჭარაში
1721929785
![პოლიციის ლენტი პოლიციის ლენტი](https://www.tv25.ge/uploads/files/2023/09/21/7150/politsiis-lenti_b_t.jpeg)
დააკავეს პირები, რომლებიც დიდი ოდენობით მ...
1721376743
მეტის ნახვა