გვიან ღამით, კაცი დაჭრეს

პოლიცია

რუსთავში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს - ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც რამდენიმე ახალგაზრდა ერთ-ერთ გასართობ ობიექტში შევიდა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, მათ, სავარაუდოდ, შენობაში მყოფ ახალგაზრდა კაცთან შელაპარაკება მოუვიდათ, რის შემდეგაც ის დაჭრეს და ადგილიდან მიიმალნენ.

გამოცემა წერს, რომ შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო კრიმინალური პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების რამდენიმე ეკიპაჟი.

მათივე ცნობით, დაჭრილი კაცი კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მეტის ნახვა