ფიზიკური ძალადობა და ყაჩაღობა - ნაცემია მამა-შვილი

პოლიციის ხაზი

ფოტო: გუგლიდან

ფიზიკური ძალადობა და ყაჩაღობა - 5 შეიარაღებული პირი, გვიან ღამით, უსუფაშვილების ოჯახში შეიჭრა და დააყაჩაღა. შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში მოხდა. წაღებულია 50 000 დოლარი და ძვირფასეულობა. თავდამსხმელების ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

ნაცემია მამა-შვილი ზაურ და დავით უსუფაშვილები.

ოჯახს წლებია მზესუმზირის ბიზნესი აქვს და თანხა სესხის სახით, ბანკიდან ჰქონდათ გამოტანილი.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. ფაქტზე დაკავებული, ჯერჯერობით, არავინაა.

წყარო: Mtavari.tv

მეტის ნახვა