ფინანსური უთანხმოების გამო, 29 წლის კაცი მოკლეს - დამნაშავე პოლიციამ დააკავა

მკვლელობა

ფინანსური უთანხმოების გამო, 29 წლის კაცი მოკლეს. შემთხვევა საგარეჯოში, სოფელ ქეშალოში, ქორწილში მოხდა მოხდა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ფინანსურ თემაზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1994 წელს დაბადებულ ჯ.მ.-ს ცივი იარაღით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მეტის ნახვა