ბათუმში, 42 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს

პოლიციის ლენტი

ბათუმში, 42 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს. იგი წარმოშობით გორიდან იყო და ბათუმში სამუშაოდ ჩამოვიდა. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. 

ოჯახის წევრები დარწმუნებულები არიან, რომ 42 წლის დ.ე ჯერ აწამეს, შემდეგ კი მოკლეს. ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც გარდაცვლილი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და ცხედარი ახლობლებმა ნახეს. მათი თქმით, ქალს მთელ სხეულზე სილურჯეები და სისხლჩაქცევები აღენიშნება.

ისინი ხელახალ ექსპერტიზას ითხოვენ.

ეს არის ნაცემი! ნატანჯი და ნაწამებია ჩემი შვილი. ხან რას იტყვიან, ხან რას. რას მიბრმავებენ თვალებს. ვის სცემა? ვინ მომიკლა? ლაპარაკობენ ვითომ დაიხრჩო თავიო, რატომ უნდა დაეხრჩო თავი?" ,- ამბობს გარდაცვლილის დედა მედიასთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში ძალადობის ბრალდებით 1 ადამიანია დაკავებული. მათი თქმით, გრძელდება საგამოძიებო ღონისძიებები და ჩანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები.

მეტის ნახვა