ახალი ამბები • 1680081217
12 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
კრიმინალი
1679033587
12 წლის გოგო, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. შემთხვევა დიდ დიღომში მოხდა. მოზარდის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია გუშინ, სოციალურ ქსელებში გავრცელდა.
არსებული ინფორმაციით, ბოლოს ბავშვი პეტრიწის ქუჩაზე სკვერში შენიშნეს. გვიან ღამით კი, ის სკვერიდან მოშორებით გარდაცვლილი ნახეს. ადგილზე პოლიცია, სამაშველო, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. გოგოს ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
პოლიციამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოზარდს ძალადობის კვალი აღენიშნება.

ბათუმში ახალგაზრდა მოკლეს
1678536613

სროლა ბათუმში - შემთხვევის ადგილზე ექსპერ...
1678428415
მეტის ნახვა