ზრუნვად ქცეული ცხოველთა სიყვარული - თინა დიასამიძის პორტრეტი "მაცნეში"

უნდა გიამბოთ ქალზე, რომელმაც ძაღლების თავშესაფარი საკუთარი ხელით ააგო. ცხოველთმოყვარულმა,  ქუჩიდან ასზე მეტი მიუსაფარი ძაღლი შეიფარა და საკუთარი სახსრებით პატრონობს. თინა დიასამიძე, ცხოვრების ძირითად დროს ოთხფეხა მეგობრებთან  ატარებს. ყველაზე თანაბრად ზრუნავს. კვებავს, ვეტერინართან დაჰყავს და მედიკამენტებს ყიდულობს.

სოკარი, გურული, ლაბი, ლესი, ჯუსი, ავჩი, ჭოროხი, ანჟელიკა - ეს არასრული ჩამონათვალია იმ მიუსაფარი ცხოველების სახელებისა, რომლებიც თინა დიასამიძემ საკუთარი ხელით აშენებულ ვოილერებში შეკრიბა. ქალი ასამდე ძაღლს, სითბოთი და სიყვარულით, უკვე მეორე წელია ზრდის. თავშესაფარი საკუთარი ფინანსებით ააგო. ძაღლები კი ბათუმისა და სხვა რეგიონების ქუჩებიდან შეაგროვა.

ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი მიზეზით - ცხოველებისადმი დიდი სიყვარულის გამო აკეთებს. როცა საქმე ოთხფეხა მეგობრებს ეხება, თინა დიასამიძე საკუთარ თავზე მეტად, ზრუნვას მათ გადასარჩენად იწყებს.

ცხოველთა დამცველი, რომელიც ოთხფეხა მეგობრებს კვებავს, ვეტერინართან დაჰყავს და მედიკამენტებს ყიდულობს, ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ფინანსებით აკეთებს. უკვე მოვლილ და გამოჯანმრთელებულ ცხოველებს კი ახალ და სანდო პატრონთან გზავნის.

თინა დიასამიძე იმ ოთხფეხა მეგობრებს იხსენებს, რომლებიც საზოგადოების დაუდევრობას ემსხვერპლნენ. ცხოველთა მოყვარული ფიქრობს, რომ გარეთ ძაღლების მიერ გამოხატული აგრესია, ადამიანების მხრიდან უარყოფითი დამოკიდებულების მიზეზითაა განპირობებული. სწორედ ამიტომ, ყველაზე მეტად სურს, რომ მოქალაქეებმა მიუსაფარი ცხოველებზე მაქსიმალურად იზრუნონ და ქუჩაში სიკვდილისთვის არ გაიმეტონ.

მეტის ნახვა