USAID-ის პროგრამების სიკეთეები

ორგანიზაცია “საორსა“ 2018 წელს დაარსდა, რომლის მთავარი მიზანი პიროვნული თვითშემეცნების გაძლიერებაა. ადგილი საუკეთესო არჩევანია, თვითრწმენისა და ბედნიერი ცხოვრების შესაქმნელად.

ჩვენი გადაცემის სტუმარი ლია ფუტკარაძეა. იგი აქტიურადაა ჩართული ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერების, გენდერული თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის საქმეში. ის ახორციელებს პროექტებს, რომლებიც  ახალგაზრდებს ეხმარება გახდნენ კრიტიკულად მოაზროვნეები და შრომის ბაზრის შესახებ განავითარონ პროფესიული უნარები.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზაცია USAID-ის მხარდაჭერით შეიქმნა და უდიდესი როლი ითამაშა მის განვითარებაში. ახლა საუბარს, ორგანიზაცია „საორსა"-ს დამფუძნებელთან და აღმასრულებელ დირექტორთან ერთად გავაგრძელებთ. 

მეტის ნახვა