"სმარტმა" 35-ე სუპერმარკეტი ბათუმში გახსნა

შავიზღვისპირეთში „სმარტი“ განვითარებას განაგრძობს. ქსელმა 35-ე სუპერმარკეტი ბათუმში გახსნა. ტბელ აბუსერიძის 22 ნომერში მდებარე ფილიალი მომხმარებლებს 24 საათიან რეჟიმში მოემსახურება. „სმარტის“ ახალი სუპერმარკეტით „ვისოლის“ მომსახურების სივრცე ქალაქის ცენტრში დღეს კიდევ უფრო მიმზიდველია.

რიგით 35-ე სუპერმარკეტი „სმარტმა“ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის 22 ნომერში მდებარე „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგურზე გახსნა. ობიექტზე, ჯამურად, უკვე 25-მდე ადგილობრივია დასაქმებული. ისინი ერთგულ მომხმარებლებს 24/7-ზე ემსახურებიან. „სმარტი“ ექსკლუზიური იმპორტული პროდუქციით, ახალგამომცხვარი პურ-ფუნთუშეულით, „ტრუჩილოს“ იტალიური ყავითა და სხვა საჭირო პროდუქტებით გამოირჩევა. სუპერმარკეტი მალე თითოეული თქვენგანის ყველაზე გემრიელი თანამგზავრი გახდება.

მნიშვნელოვანია ის შეღავათი, რომელსაც „ვისოლის“ თვითმომსახურების სადგური მომხმარებლებს სთავაზობს. ლოიალობის პროგრამის ფარგლებში, ქსელთან შედარებით, აქ თითოეულ ლიტრ საწვავზე 25-დან 30 თეთრამდე ფასდაკლებაა შესაძლებელი. აქვე არსებული გაზგასამართი სადგური კი მოგზაურობის საუკეთესო გამოცდილებას ბათუმელებს უკვე სთავაზობს.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში „სმარტი“ კიდევ 30-მდე სუპერმარკეტის გახსნას აანონსებს, მთელი საქართველოს მასშტაბით. კომპანია ქსელის განვითარებას საწყის ეტაპზე შერჩეულ ფორმატში, „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ ავტომაგისტრალზე, „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში განაგრძობს.

მეტის ნახვა