სელენი - პატარა მინერალი, ძლიერი მოქმედებით

სელენი

მინერალების უზარმაზარ სამყაროში ერთი პატარა მიკროელემენტი ხშირად შეუმჩნეველი რჩება: სელენი. მიუხედავად მისი მცირე ზომისა, ის თამაშობს კოლოსალურ როლს ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მხარდაჭერის პროცესში.

ჩვენებები: 

დანამატის სახით სელენის მიღების ჩვენებას წარმოადგენს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კოგნიტური დარღვევების კომპლექსური მკურნალობა და პროფილაქტიკა, ალცჰაიმერი, პარკინსონი, გაფანტული სკლეროზი, ორგანიზმის დაბერების პროფილაქტიკა, რეპროდუქციული ფუნქციის დარღვევა, უნაყოფობა, წინამდებარე ჯირკვლის (პროსტატის) ჰიპერტროფია, გულ-სისხლძარვთა სისტემის დაავადებები, ათეროსკლეროზი, სხივური თერაპიის შემდგომი პერიოდი, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა/რეციდივის პრევენცია, იმუნური სისტემის დარღვევები, ღვიძლის დაავადებები, ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, მწვავე და ქრონიკული ინფექციური დაავადებები.

ძლიერი ანტიოქსიდანტი

უჯრედების დაცვა: სელენი არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს  უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან. ამ მავნე მოლეკულების ნეიტრალიზებით, ის ხელს უწყობს  უჯრედების ჯანმრთელობასა და ხანგრძლივ სიცოცხლისუნარიანობას.

იმუნური მხარდაჭერა: ძლიერი იმუნური სისტემა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინფექციებისა და დაავადებების თავიდან ასაცილებლად. სელენი ხელს უწყობს „დამცავი“ მოქმედების უჯრედების წარმოქმნასა და მათ სათანადო ფუნქციონირებას.

სუპერ-საკვები, როგორც წყარო

რა თქმა უნდა, საკვებიდან მიკროელემენტის შეწოვის დონე გაცილებით დაბალია, თუმცა გაგაცნობთ პროდუქტებს, რომელშიც სელენის განსაკუთრებით მაღალი შემცველობაა.

  • ბრაზილიური თხილი: ეს ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
  • თევზი და ზღვის პროდუქტები: განსაკუთრებით კი თინუსი, ორაგული და სარდინი.
  • მთლიანი მარცვლეული: ისეთი საკვები, როგორიცაა ყავისფერი ბრინჯი, მთლიანი ხორბლის პური და შვრიის ფაფა.

თუ მის დანამატის სახით მიღებას გადაწყვეტთ, არჩევანი შეგიძლიათ ამერიკული წარმოების ბრენდ პიური-ზე გააკეთოთ, რომლის კაფსულებიც არ შეიცავს: გლუტენს, სოიოს, საფუარს, გენ. მოდიფიცირებულ ორგანიზმებს, რძის პროდუქტებს, ხორბალს, თხილეულს, ხელოვნურ საღებავებსა და დამატკბობლებს, მაგნიუმის სტეარატს, ტრანს ცხიმებსა და ჰიდროგენიზებულ ზეთებს, უნივერსალურ შემკვრელებს, შემავსებლებსა და კონსერვანტებს და ხელს უწყობს ორგანიზმში სასარგებლო მინერალების ოპტიმალურ შეწოვას.

პრეპარატის ფასი შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: 

მეტის ნახვა