როგორ და რომელ მეტლახს მივანიჭოთ უპირატესობა?

მეტლახი იდეალი

თუ ცხოვრების იმ ეტაპზე ხარ, როცა სახლში ინტერიერის განახლებას აპირებ ან, თუ, საერთოდაც ახლა შეიძინე უცხოვრებელი და გაურემონტებელი სახლი, მაშინ ეს სწორედ ის სტატიაა, რომელიც უნდა წაიკითხო.

სახლის რემონტი ძალიან სასიამოვნო და ამასთანავე, საპასუხისმგებლოო საქმეა. კარგად დაგეგმვის, ორგანიზებისა და დაანგარიშების გარეშე, შესაძლოა სიამოვნება დიდ თავის ტკივილად გადაიქცეს. მათ შორის, განსაკუთრებით საყურადღებოა ისეთი დეტალების შერჩევა, შეძენა და სწორად დამონტაჟება, როგორიცაა მეტლახი, ანუ იატაკის ფილა.

როგორც წესი, სახლის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, იატაკს ძალიან დიდი დატვირთვის ატანა და გაძლება უწევს, აქედან გამომდინარე, მისი მასალაც საკმაოდ საფრთხილო შესარჩევია, პირველ რიგში, იმის გათვალისწინებით, თუ რომელ ოთახში გსურთ მისი დაგება. გარდა მასალისა, მეტლახის შერჩევისას, სხვა არანაკლებ საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტორები უნდა გაითვალისწინოთ:

მასალა

კერამიკული ფილები

თუ თქვენი მეგობრებისა და ახლობლების სახლებს გადახედავთ, აღმოაჩენთ, რომ კერამიკული ფილები თითქმის ყველა საცხოვრებელი სივრცის იატაკს ამშვენებს. კერამიკული ფილა არის მეტლახი, რომელიც თიხისგან მზადდება. კერძოდ, პროდუქტი თიხის მაღალ ტემპერატურაზე გამოწვით მიიღება. კერამიკული ფილების მრავალფეროვნება გაგაოცებთ ფერის, ზომის, ზედაპირის დაფარვისა და ფორმის მიხედვით. სწორედ ეს მრავალფეროვნება ხდის კერამიკას თითქმის ყველა დიზაინის სტილისათვის შესაფერისს.

ბოლო დროს, კერამიკული ფილების წარმოებამ და გამოყენებამ იმდენად ფართო სახე მიიღო, რომ მეტლახს მარტივად შეხვედბით არა მხოლოდ სასადილო ოთახებში, სამზარეულოებსა და სააბაზანოებში, არამედ საძინებლებშიც კი. კერამიკული ფილის პირველი უპირატესობა მისი ხელმისაწვდომი ფასი და მარტივი მოვლის სესაძლებლობაა. რაც მთავარია, მაღალი ხარისხის მეტლახის შეძენისას, არც იმის შეგეშინდეთ, თუ მეტლახზე მძიმე საგნები ვარდნის შედეგად დაეცემა, ვინაიდან კერამიკას ამის გაძლებაც კი შეუძლია.

კერამოგრანიტი

კერამოგრანიტი ცნობილია თავისი გამძლეობითა და სიმტკიცით. ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გამომწვარი თხელი თიხის ნარევისგან დამზადებული ეს მასალა, საუკეთესოდ იტანს ტენიანობას, ნესტს, არ იტოვებს ლაქებს, ნაკლებად ემჩნევა ჭუჭყი და ნაკაწრები.

კერამოგრანიტის ფილები შესანიშნავი არჩევანია სამზარეულოებისთვის, სახლის დერეფნებისა და კომერციული ფართებისთვის. მათი შეძენა შესაძლებელია, როგორც პრიალა, ასევე მქრქალი და ტექსტურიანი ზედაპირით. ამ თვისების გათვალისწინებით, ადამიანს მარტივად შეუძლია მისთვის სასურველი ესთეტიკის მქონე მეტლახი შეარჩიოს. მაშინ, როცა კერამოგრანიტის ფილები, შესაძლოა, კერამიკულ ფილებთან შედარებით, ოდნავ უფრო ძვირად ღირებული მოგეჩვენოთ, მათი გამძლე ბუნება და ხანგრძლივი "სიცოცხლისუნარიანობა", კერამოგრანიტს ნამდვილ ინვესტიციად აქცევს.

მოზაიკა

მოზაიკის ფილები არაჩვეულებრივი არჩევანია მათთვის, ვინც განსაკუთრებულ სტილსა და დიზაინს ეძებს. მოზაიკა მინის, ქვის, კერამიკისა და სხვა მასალების პატარა ნაწილებისგან მზადდება. იგი გასაოცარ შესაძლებლობას გაძლევთ შექმნათ უნიკალური იატაკი თქვენი აბაზანისთვის ან აუზისთვის. როგორც წესი, მოზაიკას იატაკის დეკორატიულ ნაწილად იყენებენ, თუმცა თავისუფლად შეიძლება მისი გამოყენება სრულ იატაკზეც.

ზედაპირი

რომელი მასალის ფილაც არ უნდა შეარჩიოთ, კაფელისაგან განსხვავებით, მეტლახის შემთხვევაში, სასურველია ზედაპირი არ იყოს პრიალა. ვინაიდან, პრიალა ზედაპირი დასველებისას საკმაოდ სრიალებს, რაც ზრდის ფიზიკური ტრავმების მიღების რისკს. შესაბამისად, მქრქალი ზედაპირი შესანიშნავია როგორც ჭუჭყის ამტანობის, ასევე მოსრიალების საწინააღმდეგო ეფექტის კუთხითაც.

ზომა

ზომა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც დიდ ყურადღებას იმსახურებს. თუ თქვენ ეძებთ მეტლახს დიდი ზომის ოთახებისთვის, მაშინ დიდი ზომის ფილები უნდა შეარჩიოთ, მაგალითად:

100X120 სმ

120X120 სმ

120X180 სმ

80X120 სმ

და სხვა.

ეს ზომები, ასევე მიესადაგება საშუალო ზომის ოთახსაც, ვინაიდან სივრცეს უფრო დიდს აჩენს.

სად შევიძინო მაღალი ხარისხის მეტლახი?

როცა საქმე მეტლახს ეხება, საუკეთესო შედეგის მიღწევა მხოლოდ ხარისხიანი მასალების შეძენითაა შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, "გალერეა დემასი" ესპანური, გერმანული და იტალიური მაღალი ხარისხისა და პრემიუმ ხაზის ბრენდების ნაწარმს გთავაზობთ. დემასის შოურუმში შეხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Marazzi Group, Mykonos, Halcon, Fabresa და სხვა. კოლექციის გაცნობა შესაძლებელია როგორც ფიზიკურ მაღაზიაში სტუმრობით, ასევე კომპანიის ვებგვერდის საშუალებითაც.

მეტის ნახვა