"როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია" – "კერხერის" ღონისძიება ბათუმში

კერხერი

ფოტო: ნინია მესხიძე

კერხერ-საქართველოს ღონისძიება სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის გრძელდება. გუნდმა თბილისის შემდეგ, მორიგი შეხვედრა ბათუმში გამართა. მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ HORECa სექტორის წარმომადგენლებიც. მათ საშუალება ჰქონდათ გერმანული წარმოების აპარატების შესაძლებლობებს გასცნობოდნენ.

„როდესაც ბიზნესში ჰიგიენა ყველაზე მნიშვნელოვანია“, - ამ სახელწოდებით, მაისში, „კერხერ-საქართველომ“ სტუმარ-მასპინძლობის ბიზნესისთვის მორიგი ღონისძიება გამართა. გამოფენაზე გერმანული ბრენდის პროფესიონალური დასუფთავების აპარატების ასორტიმენტი იყო წარდგენილი. პრეზენტაცია კომპანიის თანამშრომლებმა წარადგინეს.

ღონისძიების ფარგლებში მიწვეულ 100-მდე სტუმარს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე შიდა და გარე გამოყენების დასუფთავების აპარატებს. ამასთან, შესაძლებელი იყო ყველა სივრცე დეტალურად დაეთვალიერებინათ, მიეღოთ ინფორმაცია მათი დანიშნულებისა და სარგებლის შესახებ, საკუთარი ხელით გამოეცადათ თითოეული აპარატი და შეეგრძნოთ გერმანული ხარისხი.

შეგახსენებთ, დასუფთავების ტექნიკის მწარმოებელი „კერხერი“ 1935 წელს დაარსდა. დღეისათვის, კომპანია საკუთარ პროდუქციას 150-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ყიდის, რომელსაც ოფიციალური წარმომადგენლობა 2016 წლიდან ჰყავს. გერმანული ბრენდი ქართულ ბაზარს ინოვაციური საყოფაცხოვრებო თუ პროფესიონალური დასუფთავების აპარატებით ამარაგებს.

მეტის ნახვა