რინოპლასტიკა და სეპტოპლასტიკა - რას სთავაზობს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი პაციენტებს?

რინოპლასტიკა და სეპტოპლასტიკა - ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ესთეტიკური ოპერაციებია მთელ მსოფლიოში. მას ყოველწლიურად ათასობით ადამიანი ირჩევს. შესაბამისად, ქირურგიული ჩარევის ეს სახეობა უმაღლეს გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვს. ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი კი, პაციენტებს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა მკურნალობისთვის სრულ ქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს. სამედიცინო დაწესებულება მჭიდროდ თანამშრომლობს უცხოელ სპეციალისტებთანაც, რათა პაციენტებს სრულყოფილი გამოკვლევა და მკურნალობა შესთავაზოს.

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი პაციენტებს ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა მკურნალობისთვის სრულ ქირურგიულ მომსახურებას სთავაზობს. ოპერაციებს ოტორინოლარინგოლოგი დემეტრე ბესელია თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით ატარებს.

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალი აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო და სადიაგნოსტიკო მოწყობილობებით, რაც  საშუალებას იძლევა დაისვას ზუსტი დიაგნოზი და  წარმატებით განხორციელდეს კონსერვატიული  თუ  ქირურგიული მკურნალობა.

რინოპლასტიკა და სეპტოპლასტიკა - სტატისტიკურად ერთ-ერთი ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაციებია, რომლებსაც პაციენტები მიმართავენ. რინოპლასტიკა ცხვირის ფორმის შეცვლას, სეპტოპლასტიკა კი ძგიდის აღდგენას და სუნთქვის გაუმჯობესებას ითვალისწინებს.

ოპერაციებს ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში თურქეთიდან მოწვეული სპეციალისტი იავუზ სელიამ ქაია ატარებს. ქირურგს თურქეთის წამყვან სამედიცინო კლინიკებში წარმატებული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალში  ყელ-ყურ-ცხვირის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სერვისების სრული სპექტრი ხელმისაწვდომია როგორც მოზრდილებისთვის, ისე ბავშვებისთვის.

მეტის ნახვა