Hyundai Santa Fe - გამორჩეული ავტომობილი საოჯახო მოგზაურობებისთვის

Hyundai Santa Fe

დახვეწილი ექსტერიერით, ინტერიერის სივრცითა და ჭკვიანი ტექნოლოგიებით, Santa Fe ერთ-ერთი გამორჩეული SUV-ია, განსაკუთრებით კი საოჯახო მოგზაურობებისა და თავგადასავლებისთვის.

''ჰიუნდაი ავტო საქართველოს“ შოურუმში ავტომობილი ჰიბრიდული და  დიზელის ძრავებით არის წარმოდგენილი. შეძენის შემთხვევაში, ისევე როგორც ჰიუნდაის სხვა ავტომობილებზე, მოქმედებს 5 წლიანი ქარხნული გარანტია ულიმიტო გარბენით, ხოლო ჰიბრიდული სისტემის ელემენტებზე გარანტია 7 წელი ან 150 000 კმ-ია. ავტომობილის ნახვა შეგიძლიათ აჭარა მოტორსის შოურუმშიც, რომელიც 2022 წლის ივნისიდან ჰიუნდაი ავტო საქართველოს ოფიციალური დილერია აჭარაში.

ექსტერიერისა და ინტერიერის დახვეწილ დიზაინთან ერთად,სანტა ფე-ს, თანამედროვე მულტიმედია,  მძღოლის დამხმარე და უსაფრთხოების სისტემები გამოარჩევს.

ინტერიერი აღჭურვილია:

  • 8 დიუმიანი სენსორული მონიტორით;
  • 10.25 დიუმიანი ციფრული მაჩვენებლების დაფით;
  • Krell-ის პრემიუმ აუდიოსისტემით;
  • სწრაფი უსადენო დამტენებით.
  • Apple Carplay-სადა Android Auto უკაბელო მხარდაჭერით;
  • მძღოლის სავარძლის მეხსიერებით;
  • პანორამული ჭერით;

Santa Fe-ში ინტეგრირებულია Hyundai-ს თანამედროვე უსაფრთხოების სისტემა SmartSense-ი.

SmartSense-ის რამდენიმე ფუნქცია:

  • ავტომატური საგანგებო დამუხრუჭება შეჯახების თავიდან ასაცილებლად
  • უხილავი ზონიდან ავტომობილის მოახლოების სენსორი;
  • უხილავი ზონის ჩვენება საინფორმაციო დაფაზე;
  • დისტანციური პარკირების დამხმარე სისტემა;
  • ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი;
  • ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა;

შეგახსენებთ, რომ Santa Fe-ს  შეძენა ან დაჯავშნა ჰიუნდაი ავტო საქართველოს შოურუმში ან აჭარა მოტორსის ცენტრში შეგიძლიათ. ანგარიშსწორებას კი შეძლებთ, როგორც ნაღდი/უნაღდო ანგარიშსწორებით, ასევე სასესხო პროდუქტების გამოყენებით.

ავტომობილზე დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/43pTR4Y

„ჰიუნდაი ავტო საქართველო -ს სათაო ოფისი, შოუ რუმსა და სერვის ცენტრთან ერთად, რომლებიც უახლესი აპარატურითაა აღჭურვილი და ტექნიკური მომსახურების ფართო ასორტიმენტს მოიცავს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანის #204-ში მდებარეობს.

აჭარა მოტორსის მისამართია: მემედ აბაშიძის I შესახვევი, N2, ქობულეთი. დეტალური ინფორმაციისთვის დაუკავშირდით აჭარა მოტორსის ცენტრს ნომერზე: 032 2 02 22 00 ან ესტუმრეთ ფეისბუქ გვერდს: Adjara Motors.

მეტის ნახვა