10 რამ, რაც მანქანის ქირაობამდე უნდა გავითვალისწინოთ

მანქანა

მანქანის დაქირავება გარემოს სრულყოფილად დათვალიერების საუკეთესო საშუალებაა, თუკი არ გინდათ იყოთ დამოკიდებული სხვა ფაქტორებზე, გარდა საკუთარი თავისა.

დაქირავება კომფორტული და ეკონომიკურად ეფექტური გამოსავალია, თუ მოგზაურობას აპირებთ ან ცოტა ხნით გჭირდებათ მანქანა. თუმცა, სანამ ავტო გაქირავების კომპანიას მიაკითხავთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი, რომელთა ცოდნაც გამოგადგებათ საუკეთესო არჩევანის გაკეთებასა და ბედნიერი მოგზაურობის დაგეგმვაში.

ჩვენ მოგაწვდით საჭირო ინფორმაციას, რომელიც დაგეხმარებათ აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენაში, მარშრუტის განსაზღვრასა და სერვისების წინასწარ დაჯავშნაში. თუკი ეს გსრუთ, აეროპორტშივე დაგხვდებათ მანქანა, რაც თავიდან აგარიდებთ დისკომფორტს და გაგიადვილებთ მოგზაურობისგან სიამოვნების მიღებას.

რა არის მთავარი მიზანი

პირველ რიგში, აუცილებელია იმის განსაზღვრა თუ რატომ აპირებთ მანქანის ქირაობას.

  • მანქანას მივლინებაში წასასვლელად ქირაობთ თუ პირადი სიამოვნებისთვის?
  • მანქანა ცოტა ხნით დაგჭირდებათ თუ ხანგრძლივა პერიოდით?
  • დანიშნულების ადგილიდან უკან მანქანით დაბრუნდებით თუ არა?

ეს ის მნიშვნელოვანი კითხვებია, რომლებიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ, სანამ მანქანის დაქირავებას გადაწყვეტთ. მიზნის გაანალიზება დაგეხმარებათ სწორი ტიპის ავტომობილისა და კომპანიის შერჩევაში.

ბიუჯეტის განსაზღვრა

როდესაც მიზანი განსაზღვრულია, შემდეგი ნაბიჯი ბიუჯეტის დაწესებაა. მნიშვნელოვანია იმ ფასების, გადასახადებისა და დაზღვევის ხარჯების წინასწარ გამოთვლა, რომლებიც მანქანის ქირაობასთან არის დაკავშირებული. დარწმუნდით, რომ სწორად იცით თქვენი ბიუჯეტი და ეტევით მის საზღვრებში, რათა თავიდან აირიდოთ გაუთვალისწინებელი ხარჯები და სტრესი.

კომპანიის სწორად შერჩევა

სერვისების კარგად შერჩევა გადამწყვეტია მშვიდი და დადებითი გამოცდილების უზრუნველსაყოფად, რისთვისაც დაგჭირდებათ ამ სფეროს შესწავლა და შესაფერისი ავტო გაქირავების კომპანიის პოვნა. ონლაინ შეფასებები არჩევანის გაკეთებაში დაგეხმარებათ, რადგან ისინი კომპანიის რეპუტაციაზე მეტყველებენ. ფასების შედარებაც მნიშვნელოვანია და მეტწილად, დამოკიდებულია მანქანის კლასზე, ტიპსა და ბრენდზე. ფასზე ასევე შესაძლოა გავლენა იქონიოს თქვენმა მოთხოვნილებებმა, დაგჭირდებათ თუ არა GPS ნავიგაციის სისტემა, დამატებითი ადგილი ბარგისთვის, ბავშვის სავარძელი და სხვა მახასიათებლები.

ისეთი გაქირავების კომპანიის არჩევა, რომელსაც აქვს შესანიშნავი მომსახურების სერვისი, უზრუნველყოფს აუცილებელი დახმარების გაწევას და მხარდაჭერას, როცა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ, მაგალითად, მანქანის გაფუჭების ან ავარიის შემთხვევაში.

ინდუსტრიაში Კარგი რეპუტაციის მქონე გაქირავების კომპანიას შეუძლია სიმშვიდე მოგანიჭოთ, რადგან გეცოდინებათ, რომ ქირაობთ სანდო გამქირავებლისგან, თავისი მომხმარებლისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდების გამოცდილებით.

მანქანის მდებარეობა

საკუთარი კომფორტისთვის ისეთი კომპანიის შერჩევაა მისაღები, რომელსაც მომსახურების მარტივი და ხელმისაწვდომი წესები ექნება. თქვენ შეძლებთ აირჩიოთ მანქანის ის მდებარეობა, რომელიც თქვენთვის მისაღები იქნება. იდეალურ შემთხვევაში, კომპანია აეროპორტში ჩამოფრენის დროისთვის იქ დაგახვედრებთ მანქანას, რაც თავიდან აგარიდებთ დისკომფორტს და დროის არასასურველ კარგვას.

მანქანის ტიპები

სწორი ტიპის ავტომობილის შერჩევა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა წარმატებული მოგზაურობისთვის. გაითვალისწინეთ ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა:

  • მგზავრების რაოდენობა
  • ბარგისთვის განკუთვნილი სივრცე
  • საწვავის ეფექტურობა
  • უსაფრთხოების დონე

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, რათა მანქანა თქვენს მოთხოვნილებებს ზუსტად მოერგოს და არ აღმოჩნდეს ზედმეტად პატარა ან ძალიან დიდი.

გსურთ გქონდეთ მრავალფეროვანი არჩევანი? მიმართეთ კომპანიას, რომელიც დაგეხმარებათ, შეარჩიოთ მანქანა, რომელიც თქვენს მოთხოვნილებებს ზუსტად მოერგება; რათა არ აღმოჩნდეს ზედმეტად პატარა ან ძალიან დიდი. ჩვენი ბლოგი მიმართულია იმ მიზნისკენ, რომ თქვენს მიერ დაქირავებული ავტომობილი შეესაბამებოდეს თქვენი მოგზაურობის მიზანს.

სატრანსპორტო საშუალებების ძირითადი ტიპებია:

  • SUV
  • სედანი
  • ჰეჩბეკი 
  • მინივენი

რაც შეეხება მანქანების კლასიფიკაციას, შეხვდებით შემდეგ ავტომობილებს:

  • სტანდარტი
  • ეკონომი
  • ძვირადღირებული
  • სპორტული

მანქანის შერჩევისას გაითვალისწინეთ რა ტიპის გზებზე მოგიწევთ სიარული, რა იქნება თქვენი ყოველდღიური მარშრუტი. მცირე ზომის ავტომობილი განსაზღვრულია ქალაქის ქუჩებისთვის, ვიწრო და დატვირთული გზებისთვის. თუკი მიზნად გაქვთ ქალაქგარეთ გასვლა, მზად ხართ Off road იაროთ და ბუნების სიყვარული გამოძრავებთ, მაშინ უმჯობესია გრუნტიანი გზები გაითვალისწინოთ და არჩევანი მაღალ ავტომობილზე შეაჩეროთ.

დაზღვევა

ნაქირავები მანქანის დაზღვევა ყოველთვის სავალდებულო მოთხოვნას არ წარმოადგენს. სჯობს წინასწარ დაადგინოთ თუ რა ტიპის რეგლამენტები აქვს თქვენს მიერ შერჩეულ ფირმას, ამისთვის გირჩევთ გაეცნოთ კომპანიის წესებსა და პირობებს. გადაამოწმეთ სადაზღვევო კომპანიასთან ავტომობილის დაზღვევის შესახებ, თუკი თქვენი დაზღვევა არ ფარავს მანქანებს, ისარგებლეთ ავტო დაქირავების კომპანიის მიერ შემოთავაზებული ალტერნატივებით.

რეგულაციები და შეზღუდვები

ასაკობრივი შეზღუდვა მანქანის ქირაობამდე აუცილებლად გასათვალისწინებელი ფაქტორია, გამომდინარე იქიდან, რომ მინიმალური ასაკი სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად დგინდება და განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. ზოგადად, პირი უნდა იყოს 21 წელს მიღწეული, რათა იქირაოს მანქანა. ზოგიერთ ქვეყანაში, თუკი ქირაობის მსურველი 21დან 24 წლამდე ასაკის ინდივიდია, მოქმედებს დამატებითი გადასახადის წესი. თუმცა, არსებობს ისეთი ქვეყნებიც, სადაც თავისუფლად შეუძლია მანქანის ქირაობით სარგებლობა 18 წელს გადაცილებულ ყველა ადამიანს, ვისაც მართვის მოწმობა აქვს.

საჭირო დოკუმენტაცია

ავტო გაქირავების კომპანიათა უმეტესობა მოითხოვს კონკრეტულ დოკუმენტაციას, რათა ყველაფერი კანონის თანხვედრით წარიმართოს. პირველ რიგში, მართვის მოწმობისა და პასპორტის წარდგენა აუცილებელი წინაპირობა იქნება. ამასთანავე, ხშირ შემთხვევაში, აქტიური საბანკო ანგარიშის ან ჩეკის ჩვენება კომპანიისთვის სავალდებულოა.

გადახდის მეთოდები

არსებობს სხვადასხვა გადახდის მეთოდი, რომელსაც კომპანიები იღებენ და მათი ცოდნა დაგეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ თუ რა გზით აპირებთ კომპანიის კომპენსირებას. ყველაზე გავრცელებული გადახდის მეთოდი არის სადებეტო და საკრედიტო ბარათით გადახდა. შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი პლასტიკური ბარათი მანქანის დასაქირავებლად, მათ შორის Visa და Mastercard. ზოგიერთი ავტო გაქირავების კომპანია ქეშის სახით გადახდის მეთოდსაც იღებს, თუმცა ეს ნაკლებად გავრცელებული გზაა.

დამატებითი მძღოლები

მანქანის დაქირავებისას შესაძლოა გინდოდეთ ქირავნობის შეთანხმებაში დამატებითი მძღოლების დამატება, მაგალითად მეგობრის ან ოჯახის წევრის, რომელიც თქვენთან ერთად იმგზავრებს. რიგ შემთხვევაში, ავტო გაქირავების კომპანიები აწესებენ გადასახადებს დამატებითი მძღოლებისთვის. მოსალოდნელია, რომ ის მოთხოვნები და რეგლამენტები, რომლებიც მოქმედებს ძირითად მძღოლზე, გავრცელდება სხვა ადამიანებზეც.

საბოლოო კომენტარი

მანქანით მოგზაურობა შესაძლოა თქვენი თავგადასავლის დაუვიწყარი ნაწილი გახდეს. შეარჩიეთ კომპანია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია თქვენი გამოცდილება იყოს უმტკივნეულო, სტრესისგან თავისუფალი, ხელმისაწვდომი და სასიამოვნო. მანქანების ფართო არჩევანი და გამორჩეული მომსახურება ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გაითვალისწინოთ. მიუხედავად იმისა, ხართ თუ არა გამოცდილი მძღოლი, ქირაობთ თუ არა მანქანას პირველად, თქვენ იმსახურებთ კომპანიას, რომელიც გაითვალისწინებს თქვენს კომფორტსა და სურვილებს!

მეტის ნახვა