ახალი ამბები • 1695302629
თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა - დაიღუპა 12 ადამიანი
უცხოეთი
1692615558

ფოტო: გუგლიდან
თურქეთში სამგზავრო ავტობუსის ავარიის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში მოხდა. მგზავრებით სავსე ავტობუსი ხევში გადავარდა.
"იოზგატის პროვინციის სორგუნის რაიონში სამგზავრო ავტობუსი ხევში გადავარდა. შემთხვევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა", - წერს ადგილობრივი მედია.
შემთხვევის შედეგად დაშავებულია 20 ადამიანი. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

ბათუმში, ნარკოტიკს სხვადასხვა ლოკაციაზე ა...
1694974924

ყაჩაღობის ფაქტი ბათუმში - დაკავებულია 1 პირი
1694591221
მეტის ნახვა