საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა

აბორტი

საფრანგეთი მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც აბორტის უფლება კონსტიტუციაში შეიტანა. პარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ქვეყნის 1958 წლის კონსტიტუციის გადახედვას, რათა ქალთა "გარანტირებული თავისუფლება" აბორტის შესახებ განემტკიცებინა.

გამოკითხვების თანახმად, რეფორმას მხარი საზოგადოების დაახლოებით 85%-მა დაუჭირა.

შეგახსენებთ, საფრანგეთში აბორტის უფლება კანონით 1975 წლიდან ფიქსირდება. მას შემდეგ კანონი წვდომის გაფართოების მიზნით ცხრაჯერ განახლდა.

საკონსტიტუციო ცვლილება განპირობებული იყო ბოლოდროინდელი მოვლენებით აშშ-ში, სადაც 2022 წელს უზენაესმა სასამართლომ აბორტის უფლება მოხსნა.

მეტის ნახვა