ახალი ამბები • 1728068947
საბერძნეთში, ძარცვისთვის ერთი ქართველი დააკავეს, ერთს კი ისევ ეძებენ - მედია
საბერძნეთში, ძარცვისთვის, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, ერთს ისევ ეძებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საქმეზე დაკავებულია სულ მცირე 6 პირი - მათ შორის ბულგარეთის და საბერძნეთის მოქალაქეები.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, საქმე ეხება დანაშაულებრივ ჯგუფს, რომლის წევრები აღმოსავლეთ სალონიკში სხვადასხვა კაფესა და მაღაზიას ძარცვავდნენ. წაღებულია 20 000 ევროზე მეტი და 6 600 ევროს ღირებულების თამბაქო.
პოლიციის ცნობით, ჯგუფის წევრებმა 2023 წლის აგვისტოს შემდეგ კალამარიას, პილაიასა და ქსიროკრინის რაიონები სულ მცირე 14 ჯერ გაძარცვეს, ასევე იყო ერთი ყაჩაღობის მცდელობაც.
დაკავებულების სახლებში ჩატარებული ჩხრეკისას, ამოღებულია ძარცვებთან დაკავშირებული ტანსაცმელი, იარაღი, ორი ჟურნალი და დანა. ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.
საქმეზე გამოძიება ისევ გრძელდება.
1726726009