ახალი ამბები • 1695969245
საბერძნეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც მოქალაქეებს დანით ემუქრებოდა
უცხოეთი
1685341525

საბერძნეთში, დააკავეს ქართველი, რომელიც მოქალაქეებს დანით ემუქრებოდა. შემთხვევა კასტელში, ელეფთერიუ ვენიზელუს მოედანზე მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება.
გამოცემის ცნობით, თავდაპირველად, პოლიციელმა საქართველოს მოქალაქეს დანის გადაცემა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. სწორედ ამიტომ, უცხოელი დააკავეს.
საქმეზე გამოძიება იარაღის უკანონო ტარების, იარაღის გამოყენებისა და პოლიციელზე წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო. დაკავებულს პროკურატურას დღეს წარუდგენენ.

ბათუმში, მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
1695644233
მეტის ნახვა