საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა | Bloomberg

ერთნაირსქესიანთა ქორწინება

საბერძნეთის პარლამენტმა ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა. ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

ახალი კანონი „ყველას აძლევს სამოქალაქო ქორწინების უფლებას მასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან ერთად“ და იცავს ბავშვების უფლებებს „მიუხედავად ოჯახის ფორმისა“.

როგორც სააგენტო აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის რიგმა ქვეყანამ დააკანონა ერთნაირსქესიანთა ქორწინება, საბერძნეთი პირველი მართლმადიდებლური ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა ასეთი კანონპროექტი.

კანონის ოპონენტებმა განაცხადეს, რომ 2015 წელს შემოღებული ზომები ერთნაირსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ საკმარისი იყო, მაგრამ ეს არგუმენტი უარყო დეპუტატთა უმრავლესობამ.

მეტის ნახვა